სამშაბათს, 11 ივნისს, პეკინში, ჩინეთისა და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ჰოლანდიელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, როცა რობინ ვან პერსიმ არიენ რობენის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა. ზუსტად ორ წუთში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ჩინელთან 26 წლის ნახევარმცველი, ქინ შენგი გააძევა. მატჩის საბოლოო ანგარიში 66-ე წუთზე დაფიქსირდა – არიენ რობენის გადაცემის შემდეგ, უესლი სნეიდერმა მეტოქეს ეფექტურად გაუტანა.
ჩინეთი 0:2 ჰოლანდია
ჩინეთი: ცზენ ჩენი, სუნგ ხიანი (ჟენგ ჟენგი 58′), ფენგ ხიაოტინგი, ლი ხუეპენგი (ცო იუნი 71′), ჟან ლინპენგი, იუ ჰაი (ლანგ ჟენგი 83′), ჟენგ ჟი (იუ ჰანჩაო 58′), ჟაო ხური, ქინ შენგი, გაო ლინი (იუ დაბაო 71′), სუნ კე (ვუ ლეი 86′).
მთავარი მწვრთნელი: ხოსე კამაჩო.
ჰოლანდია: ვორმი, ჰეიტინგა, ვლაარი, ტინდალი (იანმატი 46′), ნელომი (პიტერსი 46′), რობენი, დე გუზმანი, დე იონგი (კუიტი 70′), ტურნსტრა (სნეიდერი 46′), ვან პერსი, ლენსი (სჰაკენი 70′).
მთავარი მწვრთნელი: ლუი ვან გალი.
გოლები: ვან პერსი 11′, სნეიდერი 66′.
გაფრთხილებები: ჟან ლინპენგი 10′, ლი ხუეპენგი 27′.
გაძევება: ქინ შენგი 13′.
გთავაზობთ მიმოხილვას:
დიტო ჭიჭინაძე
Comments