
ცნობილი ფრანგი თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა, შესაძლოა, კვლავ ინდოეთის სუპერლიგაში აღმოჩნდეს.
გამოცდილ ფეხბურთელს „მუმბაი სიტი“ იწვევს, რომლის შემადგენლობაში ის შარშან გამოდიოდა. ინდური კლუბის შვიდ მატჩში მან ორი გოლი გაიტანა.
იანვარში ანელკა ალჟირულ „ჰუსენ დეიში“ გადასვლას ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა.