დღეს, ბრაზილიაში სტარტს აიღებს 2013 წლის ფიფას კონფედერაციის თასის გათამაშება, რომელიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად მოიაზრება. ტურნირზე ორ ჯგუფად დაყოფილი რვა გუნდი იღებს მონაწილეობას, რომელთაგან ნახევარფინალურ ეტაპზე პირველ ორ პოზიციაზე გასული ნაკრებები ითამაშებენ. ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივარი ინტერესით ელის კონფედერაციის თასის დაწყებას, თუნდაც იმიტომ, რომ ტურნირზე გუნდები უძლიერესი შემადგენლობით არიან წარგზავნილი. პირველი შეხვედრა მასპინძელ ბრაზილიისა და იაპონიის ნაკრებებს შორის ქალაქ ბრაზილიის ნაციონალურ სტადიონზე შედგება. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
აქვე სპეციალურად Fanebi.Com-ის მკითხველს 2013 წლის კონფედერაციის თასის გათამაშების კალენდარს ვთავაზობთ.
ბექა დოგრაშვილი
Comments