Quantcast
Channel: აზია –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 459

ჩინეთი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას გეგმავს

$
0
0

ჩინეთმა სერიოზულად გადაწყვიტა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. გეგმის მიხედვით, აზიელები მუნდიალის გამარჯვებულები 2050 წელს უნდა გახდნენ. AFP-ის თანახმად, ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციის, სპორტისა და განათლების სამინისტროსა და ქვეყნის პრეზიდენტის სამსახურის მიერ შემუშავდა შესაბამისი სტრატეგია. მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად იგეგმება 20 ათასი საფეხბურთო აკადემიის გახსნა, სადაც დაახლოებით 50 მილიონი ფეხბურთელი მომზადდება. ჩინელების სტრატეგიული მიზანი 2050 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს უთამაშია.

 


Viewing all articles
Browse latest Browse all 459

Trending Articles