
ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჩჟან ცზიანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა სურს.
“ჩინეთში თითოეული გულშემატკივარი ოცნებობს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე. დებულების გამო 2026 წელს ტურნირის ჩინეთში ჩატარება ვერ მოხერხდება. ჩვენ ფიფას წესებს პატივს ვცემთ, მაგრამ გვინდა, რომ მუნდიალს რაც შეიძლება მალე ვუმასპინძლოთ”, – ციტირებს ჩჟან ცზიანის სიტყვებს L’Equipe-ი.
შეგახსენებთ, რომ ფიფას რეგლამენტის თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატი მუდმივად სხვადასხვა კონტინენტზე ტარდება.