
2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის თილისმა მგელი იქნება, რომელსაც სახელად “ზაბივაკა” ეწოდა.
შეგახსენებთ, რომ შორთლისთში წარმოდგენილი იყო სამი ვარიანტი: მგელი, კატა და ვეფხვი.
გამოკითხვაში ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა: მგელი (53%), ვეფხვი (27%), კატა (20%).
აღსანიშნავია, რომ Fanebi.com-მა ცალკე გამოკითხვა ჩაატარა და ამ შემთხვევაშიც გამარჯვებული მგელი გახდა: მგელი (54%), კატა (32%), ვეფხვი (14%).
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში ჩატარდება.