Quantcast
Channel: აზია –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 459

მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიდეთანაშემწის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს

$
0
0

ფიფამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯის ვიდეოთანაშემწის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს კომერციული მიმართულებით დირექტორმა ფილიპ ლე ფლოკმა დღეს გამართული ფიფას ასოციაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიდეოთანაშემწის გამოყენება გადაწყდა. კარგია ფეხბურთში ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება, ვინაიდან ეს სამართლიანობას წაადგება”, – ციტირებს ლე ფლოკის სიტყვებს “ასოშეითედ პრესი”.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. შეხვედრები რუსეთის 11 ქალაქის (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კალინინგრადი, სოჭი, როსტოვი, ვოლგოგრადი, სარანსკი, ნიჟნი ნოვგოროდი, ყაზანი, სამარა, ეკატერინბურგი) 12 სტადიონზე ჩატარდება.


Viewing all articles
Browse latest Browse all 459

Trending Articles