Quantcast
Channel: აზია –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 459

ოფიციალურად: ანდრეს ინიესტა “ვისელ კობეს”ფეხბურთელია

$
0
0

ანდრეს ინიესტა იაპონიის ჩემპიონატში ითამაშებს. ვეტერანმა ნახევარმცველმა “ვისელ კობესთან” 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. იაპონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინიესტა წელიწადში ხელფასის სახით 25 მილიონ ევროს მიიღებს.

“ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. ახალი გამოწვევა იწყება. ჩემი ოჯახი იაპონიით აღტაცებულია. ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ “ვისელ კობე” ავირჩიე, რადგან ამ კლუბის პროექტი ძალიან მომეწონა”, – ციტირებს ესპანელი ფეხბურთელის სიტყვებს “გარდიანი”.

შეგახსენებთ, რომ ინიესტა 1996 წლიდან “ბარსელონაში” ირიცხებოდა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 459

Trending Articles