წუხელ, სანტიაგო ბერნაბეუს თასის 35-ე გათამაშების მატჩში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და ყატარის „ალ-სადი“ შეხვდნენ. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ის “სამეფო კლუბის” გამარჯვებით, ანგარიშით 5-0 დასრულდა.
მატჩი განსაკუთრებულ ინტერესს იმით იწვევდა, რომ „ალ-სადის“ ფეხბურთელი რაული სამწლიანი პაუზის შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნდა. 36 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა მადრიდული კლუბის რიგებში ერთი ტაიმი დაჰყო და 23-ე წუთზე გოლითაც გამოირჩა. შეხვედრის პირველ ნახევარზე გუნდები გასახდელში ამ ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე “რეალის” ახალწვეულმა ისკომ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 79-ე წუთზე კარიმ ბენზემამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გამანადგურებელი გახადა. 82-ე და 88-ე წუთებზე კი “სამეფო კლუბის” ახალგაზრდა თავდამსხმელმა ხესემ დუბლი გაიფორმა, 5-0.
სანტიაგო ბერნაბეუს თასი ყოველწლიური ამხანგური ტურნირია, რომელიც 1979 წლიდან ტარდება. წელს “რეალმა” ეს თასი მიჯრით მეცხრედ მოიგო. ისე კი აღნიშნული ტიტული მადრიდულმა კლუბმა 24-ედ მოიპოვა.
მატჩის დაწყებამდე კასილასმა რაულს კაპიტნის სამკლავური გადაულოცა
რაულის გოლი
მატჩის მიმოხილვა
გიორგი დოგრაშვილი
Comments