
“ბარსელონამ” გუნდის ყოფილ ნახევარმცველ ჩავი ერნანდესს მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა.
როგორც მოგეხსენებათ, ჩავი დღესდღეობით ყატარის “ალ სადის” ღირსებას იცავს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს “ბარსელონას” მეორე გუნდის თავკაცის პოსტი შესთავაზა, მაგრამ ჩავიმ წინადადებაზე უარი თქვა.
კატალონიელი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ სამწვრთნელო საქმიანობისთვის ჯერ მზად არ არის. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩავი 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ელჩია.