
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ სამწვრთნელო კარიერა განაახლა. ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში “ალ ფუჯაირის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს.
მხარეებს შორის ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა უკანასკნელად “ალ ვასლის” თავკაცის პოსტზე მუშაობდა. ის აღნიშნული თანამდებობიდან 2012 წლის ზაფხულში გაათავისუფლეს.