
ჩინური “ჰებეი ჩაინა ფორჩუნის” ფანები გუნდის თავდამსხმელის, ესეკიელ ლავესის ფოტომ აღაშფოთა.
ფოტოსესიის დროს არგენტინელმა ფეხბურთელმა თვალის ჭრილები დაივიწროვა და ჩინელს მიემსგავსა, რაც აზიელ ქომაგებს არ მოეწონათ. ლავესის რასიზმში ადანაშაულებენ და ჩინეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ფანები აღშფოთებულნი არიან კლუბის ხელმძღვანელებითაც, რომლებმაც “ჰებეი ჩაინა ფორჩუნის” ოფიციალურ ვებგვერდზე ამ ფოტოს გამოქვეყნება დაუშვეს.
კლუბსა და ესეკიელ ლავესის ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.