Quantcast
Channel: აზია –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 459

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპას 16 კვოტა ექნება

$
0
0

ბაჰრეინში ფიფას საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელზეც კონფედერაციებისთვის 2026 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის კვოტები დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალზე 48 ეროვნული გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

უეფა (ევროპა) 16 კვოტას მიიღებს, აფრიკის კონფედერაციას 9,5 კვოტა ერგება, აზიას – 8,5, კონკაკაფს (ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები) 6,5, კონმებოლი (სამხრეთ ამერიკა) – 6,5, ოკეანეთი – 1,5. მასპინძელი ქვეყნის კვოტა ავტომატურად იქნება აღებული მისი წარმდგენი კონფედერაციის კვოტიდან.

დანარჩენი ორი კვოტა საკონტინენტთაშორისო ტურნირზე გათამაშდება, რომელშიც უეფას გარდა ყველა კონფედერაციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

კვოტებს საბოლოოდ 11 მაისს დაამტკიცებენ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 459

Trending Articles