
“ბარსელონას” ლიდერის, ლიონელ მესის ირანელ ორეულ რიზა პერესტესს ბოლო დროს მოპოვებული პოპულარობის გამო სამართალდამცველებთან პრობლემები შეექმნა და კინაღამ გისოსებს მიღმაც აღმოჩნდა.
მესის ორეულთან ყველას უნდა ფოტოს გადაღება და ქუჩაში რიზას გამოჩენისთანავე ერთი ალიაქოთი და ქაოსი იქმნება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს სამართალდამცველები შექმნილი არეულობის განსამუხტავად იძულებულნი გახდნენ, რომ პერეტრესი დროებით დაეკავებინათ, მისი ავტომობილი კი სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
რიზა პერესტესი მას შემდეგ გახდა საქვეყნოდ ცნობილი, რაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ მისი ფოტოები გამოაქვეყნა და ლეო მესისთან საოცარი მსგავსება დაგვანახა.